სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების მუხლი 4-ის 4 –9 პუნქტებისა და ფაკულტეტის დეკანის N15/30; 04.04.2024 ბრძანების საფუძველზე ვბრძანებ:
- ფაკულტეტის საბჭოში სასწავლო - სამეცნიერო მიმართულებებიდან აკადემიური პერსონალის წარმომადგენლების არჩევის მიზნით დაინიშნოს არჩევნები შემდეგ მიმართულებებზე:
- ინტერდისციპლინური მიმართულება - კონკურსი გამოცხადებულია 1 ვაკანსიაზე; ჩატარების დრო და ადგილი: 16 აპრილი, 15:00 - 16 სთ; თსუ II კორპუსი, აუდიტორია #235;
- ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება - კონკურსი გამოცხადებულია 1 ვაკანსიაზე; ჩატარების დრო და ადგილი: 18 აპრილი, 15:00 - 17სთ; თსუ VI კორპუსი, აუდიტორია #303;
- საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი ფაკულტეტის საბჭოს გადასცეს არჩევნების ჩატარებიდან ერთ დღეში;
- კომისიის სახელზე კონკურსანტთა განაცხადება მიღება 8 აპრილიდან -15 აპრილის ჩათვლით 10:00 დან 16:00 საათამდე თსუ VI კორპუსი ოთახი 203ა.
- არჩევნების შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობისა და თსუ - ის სამართლებრივი რეგულაციების შესაბამისად;
- ფაკულტეტის დეკანის სამდივნომ უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.
- ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.